დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თანამდებობრივი სარგო: 3376
ადგილების რაოდეობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: ნორმირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების, რისკებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზისა და შეფასების ღონისძიებებში პროცესში მონაწილეობა;
- სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით უსაფრთხოების ტენდენციების გამოკვეთას და ხელმძღვანელის ინფორმირებას ვითარების შესახებ. აგრეთვე, შესაბამისი უწყებებისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება უწყებათშორის თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად;
- შესაბამისი უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის ალბათობის განსაზღვრის მიზნით ინფორმაციის შეკრებისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა;
- საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასა და ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
- მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების მიზნით რეკომენდაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- უწევს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო და რისკის მართვის გეგმების შემუშავებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების ორგანიზებისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა
- სამოქალაქო უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგისა და საერთაშორისო ჩარჩოებისა და ვალდებულებების (Sendai Framework, EU Civil Protection Mechanism და სხვ.) ეროვნულ პოლიტიკაში ასახვის სამუშაო პროცესში მონაწილეობა;
- მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
- ადრეული შეტყობინების სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შესრულების მიზნით, ადრეული შეტყობინების სისტემის აქტივაციის ფარგლებში საჭირო მონაცემების მიღება, სისტემატიზაცია და ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა;
- რისკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით, სამმართველოს მიერ, შესაძლო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაციის აკუმულირების პროცესში მონაწილეობა;
- მრავალმხრივი საფრთხეების საკომუნიკაციო ციფრული პლატფორმის მონიტორინგი და მართვის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბაკალავრის ხარისხი (ან გათანაბრებული), სასურველია მაგისტრი; (განათლების სფერო :საჯარო ადმინისტრირება,(ან/და) სამართალი.);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა, (საოფისე ციფრული პროგრამები (საოფისე ციფრული პროგრამები (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint, Outlook));
- დამატებითი ლიცენზიები, სერტიფიკატები:
- სამუშაო გამოცდილება (ერთი წელი) (გამოცდილების სფერო: უსაფრთხოების სფეროში ოპერატიული/ტაქტიკური დაგეგმვის ან/და რეაგირების პროცესებში მონაწილეობა);
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური - მინიმუმ B2 დონე);
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ;
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილება ,, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის № 452 დადგენილება ,, საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ ;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის № 453 დადგენილება ,, საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის № 4 დადგენილება ,,საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017 – 2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის № 4 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების წესის შესახებ“ ;
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 01 აპრილის №831739 ბრძანება „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
- საქართველოს კანონი „მოხალისეობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“;
- საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“;
- საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №68 დადგენილება ,, საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “
- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ “.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა საკონტაქტო ტელეფონი - 241 10 19, 241 12 95
დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
- Curriculum Vitae (CV);
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.
3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.
4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;
- გასაუბრება;
- სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
- ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
- სპეციალური შემოწმება;
- გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;
- სამსახურში მიღება.
5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.
6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის ერთი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.