შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მეხანძრე-მაშველებმა მთაში მყოფი მოქალაქე,რომელიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი პირი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა. შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კვირის სტატისტიკა

სახანძრო-სამაშველო ოპერაციები 1363

აფხაზეთი 0
აჭარა 154
გურია 18
იმერეთი 158
თბილისი 616
კახეთი 73
მცხეთა-მთიანეთი 52
რაჯა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 10
სამეგროლო-ზემო სვანეთი 56
სამცხე-ჯავახეთი 51
ცხინვალის რეგიონი 0
ქვემო ქართლი 107
შიდა ქართლი 68

  • სამაშველო ოპერაცია
  • ხანძრის ქრობის ოპერაცია
  • სპეც. დავალება

სამაშველო ოპერაცია 1010
ხანძრის ქრობის ოპერაცია 222
სპეც. დავალება 131