შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის პრევენციისა და რეაგირების სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი

ბოლო ვადა: 2019-05-24

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 950

ადგილების რაოდეობა: 5

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №34

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში შემოწმების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
  • სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისაგან ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
  • სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო მიწერილობის მომზადება.
  • მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება.
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილება;

დ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება;

ე) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანება;

ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

საკონტაქტო ტელეფონი 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.