შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის პრევენციული ღონისძიებების სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2019-05-18

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 3800

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის, პრევენციის, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის, ასევე აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი;
  • საგანგებო სიტუაციების რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიზნით, შესაბამისი უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან ინფორმაციის შეკრებისა და დამუშავების ორგანიზება და ზედამხედველობა;
  • საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული და მუნიციპალური მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავების კოორდინირება;
  • რისკის ხარისხებიდან გამომდინარე, ქალაქებისა და ობიექტების კატეგორირება, აგრეთვე რისკის დონეების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ორგანიზება;
  • შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებსა და დაწესებულებებთან ერთად საგანგებო სიტუაციების დადგომის შესაძლებლობის/ალბათობის განსაზღვრის და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგის ორგანიზება და ამ მიზნით სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა
  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი მემორანდუმების ფარგლებში ცალკეული ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
  • ქვეყნის მასშტაბით რისკის მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება;
  • პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შედგენის ორგანიზება;
  • ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით, წინადადებებისა და პროექტების შემუშავების კოორდინაცია;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია)

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“

დ) საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“

ე)  ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილება;

ზ) „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების  წესების  შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის № 452 დადგენილება;

თ) „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №453 დადგენილება;

ი),,საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008  წლის 21 მარტის №68  დადგენილება;

კ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება;

ლ) „უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №154 დადგენილება;

 მ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილება

ნ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;

ო)  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

საკონტაქტო ტელეფონი 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

 

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

 

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.