შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასავლეთის ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტი

ბოლო ვადა: 2019-04-07

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 1500

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7

სამუშაოს ტიპი: ნორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შესაბამისი დასკვნის ან ცნობის მომზადება;
  • სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსული საჩივრების, განცხადებების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;
  • სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენა და მათზე რეაგირება;
  • სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის სისტემაში შესაძლო დარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების პრევენციისათვის სამსახურის სისტემაში შემავალ დანაყოფებში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დანაყოფების საქმიანობის შემოწმება;
  • საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის, სამსახურის უფროსისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა  დაცვის კონტროლი;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ვ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №16 „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ი) "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება.

 


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

საკონტაქტო ტელეფონი - 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • მართვის მოწმობის ასლი.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

 

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.