შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ვალერი ბეგლარაშვილი

მეხანძრე-მაშველი

44 წლის

10 წელია მეხანძრე-მაშველად მუშაობს. თბილისში სამუშაოდ კასპიდან დადის და ცდილობს საკუთარი სამუშაო პირნათლად შეასრულოს.

მეხანძრე-მაშველს ემოციებმა არ უნდა სძლიოს და ცივი გონებით, ადამიანების გადარჩენაზე უნდა იფიქროს".

"როდესაც მეკითხებიან რამდენი ადამიანი გადავარჩინე და რა შემთხვევა მახსოვს, ვიბნევი ხოლმე. ასეთ მომენტებს ვერ ვიმახსოვრებ, რადგან ეს ჩემთვის ყოველდღიურობაა. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჩემი მოვალეობაა და ამ საქმეს CV-ში ჩასაწერად არ ვაკეთებ.

მთავარი არ არის სტატუსი, ის, თუ რა ჰქვია შენს პროფესიას, უფრო მნიშვნელოვანია შენი ცხოვრების წესი. ადამიანების დახმარება სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და უბრალოდ, უნდა გინდოდეს, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

​ერთხელ კასპიდან თბილისში მოვდიოდი, გზაში ავტოავარიას შევესწარით. მე და ჩემმა მეგობრებმა ავტომანქანიდან დაშავებული მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები გადმოვიყვანეთ.

ადამიანებს რომ დაეხმარო, ფორმა არ გჭირდება, თუმცა, ჩემი სტატუსი ორმაგ პასუხისმგებლობას მაკისრებს და ეს გაცნობიერებული მაქვს.

ადამიანებს ჩვენი იმედი აქვთ და არ გვაქვს უფლება, მოლოდინები არ გავამართლოთ".

გაიცანი გმირი