შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


გიორგი ქათამაძე

მეხანძრე-მაშველი

36 წლის

გიორგი ქათამაძე პროფესიით იურისტია. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სტუდენტობის დროს დაიწყო მუშაობა. თავიდან ფიქრობდა, რომ ეს დროებითი შემოსავლის წყარო იქნებოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. პირველივე დღეს მიხვდა, რომ ძალიან საინტერესო სამყაროში აღმოჩნდა.

"პირველივე გამოძახებაზე გასვლისას შემეცვალა შთაბეჭდილება. მე აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის და სხვების გადასარჩენად თავს გასწირავენ. ისინი ჩემი ოჯახის წევრებად იქცნენ. ჩვენ ერთმანეთის ზურგი ვართ.

ბუნებრივია, კარგად დასრულებული შემთხვევები უფრო მეტია, მაგრამ ყოველთვის მძიმე მომენტები გვამახსოვრდება. მახსოვს, ერთ-ერთი ხანძრის დროს 7 წლის ბიჭი დაიღუპა. ჩვენი მხრიდან რეაგირება დროული იყო, ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად. ეს შემთხვევა სულ თან დამყვება.

​როდესაც იცი, რომ შენ ხარ ადამიანების იმედი და იქ ვერავინ ვერ მივა შენს გარდა, მაშინ პასუხისმგებლობაც განსაკუთრებული გაქვს. ამასთან ხვდები, რომ ადამიანებმაც იციან ეს ყველაფერი და ისინი შენს გამოჩენას ელოდებიან, სწორედ ამიტომ მუდამ მზად ვარ ღირსეულად ვატარო ჩემი მუნდირი და ბოლომდე ვემსახურო ჩემს პროფესიას, რომლის მიზანი - ადამიანების გადარჩენაა".

გაიცანი გმირი