შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


იმედა ოქროპირიძე

მეხანძრე-მაშველი

45 წლის

​"ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ჩემს პროფესიას არ ვუღალატებ და ადამიანებს დავეხმარები", - ეს 39 წლის მაშველის იმედა ოქროპირიძის სიტყვებია. ის 6 წელია ადამიანებს ეხმარება, მანამდე კი, ჯარისკაცად მსახურობდა.

"ვიდრე ამ პროფესიას აღმოვაჩენდი, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავსაც ვეძებდი. როდესაც პირველ გამოძახებაზე გავედი, დავინახე ადამიანები, რომელთაც ჩვენი გამოჩენისას იმედი მიეცათ. მაშინ უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.

​მახსოვს, ორი მეტრის თოვლი იყო მოსული, მთაში გამოძახება გვქონდა, ოჯახში რამდენიმე ადამიანი მოწამლული იყო და გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდათ. იქ ასვლა თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით და ავედით, ოჯახი საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ისინი გადარჩნენ.

ვერც გეტყვით, რა ემოციაა, როდესაც ხვდები, რომ შენ შეძელი და ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინე".

გაიცანი გმირი